ფედერაცია


ITAF

ITAF საერთაშორისო ფედერაციაა, რომლის მიზანიც ტეკემუსუ აიკიდოს განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის მართვა და კოორდინაციაა.

ის უშუალოდ ან ეროვნული წარმომადგენლობების საშუალებით უზრუნველყოფს ITAF აიკიდოს მასწავლებლებსა და დამწყებთ ყელანაირი აუცილებელი ინფრასტრუქტურით, როგორც ადმინისტრირების კუთხით, ისე ცოდნის უწყვეტი გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ITAF-ის წევრები

ITAF-ის წევრები არიან ეროვნული ფედერაციები, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ტაკემუსუ აიკიდოს განვითარებისთვის მოქმედებენ. თითოეულ ქყეყანაში ITAF ახდენს უფლებამოსილებათა დელეგირებას თითო ეროვნულ ფედერაციაზე, რომელიც ამგვარად მისი წარმომადგენელი ხდება მოცემულ ქვეყანაში.

ეს ეროვნული ფედერაცია სრულიად დამოუკიდებელია. მას კავშირი აქვს ITAF-თან უფლებამოსილებათა მხოლოდ იმ დელეგირების ფარგლებში, რომელიც მას აქვს მინიჭებული.

უფლებამოსილებათა დელეგირება ეროვნულ წარმომადგენლობებზე

უფლებამოსილებათა ეს დელეგირება საშუალებას აძლევს ეროვნულ წარმომადგენლობებს, გასცენ ITAF-ის პასპორტი, გამოსცადონ კანდიდატები ITAF-ის ხარისხებზე, გასცენ ეს ხარისხები ITAF-ის სახელით, მოაწყონ აიკიდოს ეროვნული მანიფესტაციები ITAF-ის ეგიდით, როგორებიცაა მასწავლებელთა უწყვეტი ფორმირება ან საჯარო სემინარები.

ეროვნული წარმომადგენლობები

კონტაქტი

ელფოსტა

მთავარი ოფისი

International Takemusu Aikido Federation
3 Impasse Bouvard
06160 Juan les Pins
FRANCE

გამგეობა

  • პრეზიდენტი — ბ-ნი ფრანსუა შიდიაკი (ლიბანი)
  • ვიცე-პრეზიდენტი — ბ-ნი შარლ შიდიაკი (ბელგია)
  • მდივანი — ბ-ნი მარკ ვანბეგინი (ბელგია)
  • ხაზინადარი — ბ-ნი ფილიპ ვოარინო (საფრანგეთი)


თუკი აიკიდოს ჩამოვაშორებთ განზომილებას, რომელსაც მას ტაკემუსუ ანიჭებს, ამით ო-სენსეის ხელოვნებას უბრალო სპორტამდე ან ელეგანტურ ქორეოგრაფიამდე დავამცრობთ.


ტაკემუსუ აიკიდო


აიკიდო

აიკიდო, ძირითადად, სპორტად მიიჩნევა. ქვეყანათა უმრავლესობაში ის სპორტის სამინისტროს კომპეტენციის ქვეშ ექცევა. კი, აიკიდოში მოწაფე ავარჯიშებს თავის სხეულს. და ეს სავარჯიშო შესანიშნავია ძალ-ღონისა და ჯანმრთელობისათვის. თანაც, როდესაც სხეული მოქმედებს, არც გონება რჩება განზე და ისიც მონაწილეობს საქმეში. ამიტომაც სამართლიანად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჭეშმარიტი სპორტული პრაქტიკა ადამიანს ისეთ ღირებულებებს უვითარებს, როგორებიცაა ყურადღება, კონცენტრაცია, დაკვირვების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძალისხმევის შეგრძნება, მეტოქის პატივისცემა და, ამასთან, სხვა დადებით თვისებებსაც სძენს.

თუ გონებაც ისევე მაღლდება, როგორც სხეული ძლიერდება, ეს მხოლოდ მოსალოცი ამბავია. ამისტომაც აიკიდო სპორტიც რომ ყოფილიყო, ის მაინც იქნებოდა გარკვეული იმტერესის მატარებელი.

მაგრამ აიკიდო ამაზე მეტია, აიკიდო ტაკემუსუა

სამყარო არ შექმნილა წესების გარეშე. სიცოცხლე მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც გამოხატული ფორმების მიღმა გარკვეული პრინციპი მოქმედებს. სხეულისა და გონების კარგი კოორდინაცია აიკიდოს ილეთების გამოყენებით მხოლოდ საბრძოლო ეფექტურობას არ ისახავს მიზნად. არც მხოლოდ ფორმათა ესთეტიკა გახლავთ მისი ზრუნვის საგანი.

აიკიდოს მოძრაობათა არსია, შევასწავლოთ მოვარჯიშეებს, თუ როგორ იმოქმედონ იმ კანონების შესაბამისად, რომლებიც ჩვენი სამყაროს გულში ძევს.

მაგრამ როგორ შეიძლება შევუსაბამოთ სხეულისა და გონების ერთიანობის მოძრაობა სამყაროს ზრახვებს? როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ – მის მიერ შესრულებული მოძრაობის წყალობით – მისი ბედისწერა სამყაროს ბედისწერას შეერწყას?

შეერწყა სამყაროს სხეულისა და გონების ერთიანობით მიღწეული მოძრაობით, რომელიც იცავს და იყენებს პრინციპს, რის ირგვლივაცაა მოწყობილი ეს სამყარო - აი ამ მიზანს ვთვაზობთ აიკიდოში მოვარჯიშეს, თუკი ის პირით ტაკემუსუსკენ დგას. ეს კვლევა მთელ ცხოვრებას გრძელდება.

კვლევის სამი ველი

კვლევის სამი ველი, რომელიც სასწავლო პროგრამის ერთიანობას შეადგენს (შუბი, ხმალი და შიშველი ხელები), ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებად ჩანს. მუყაითი ვარჯიშის წლებია საჭირო იმისათვის, რომ მონდომებული მოწაფისთვის ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდეს ის წითელი ძაფი, რომელიც მათ აერთიანებს. ამ კავშირს იაპონურად რიაი ეწოდება.

სწავლება, რომელზეც აქაა ლაპარაკი, სრულიად კონკრეტულია და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მისი შემოწმება ექსპერიმენტით შეიძლება. ეს არ არის აიკიდოს რაიმე განხრა, ეს არაა სტილი, ეს ფუძემდეელ მორიჰეი უეშიბას სწავლებაა.

დამატებითი ცნობები


ITAF კონკრეტიზაციაა საერთაშორისო სურვილისა, გავაცნოთ და გადავცეთ აიკიდო ტაკემუსუ. ყველასთვის, ვინც ვარჯიშობს აიკიდოში, რომელ ფედერაციასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის, კარი ღიაა ITAF-ის მიერ მოყწობილ სემინარებზე.


მე ვვარჯიშობ აიკიდოში


ITAF-ის სემინარებში მონაწილეობა

ITAF-ის სემინარები არ ტარდება მხოლოდ ფედერაციის წევრებისთვის. კარი ღიაა აიკიდოში ნებისმიერი მოვარჯიშისათვის, ვისაც აინტერესებს სემინართა მსვლელობისას შემოთავაზებული სწავლება.

შეგიძლიათ იხილოთ თითოეული ქვეყნის საიტი ეროვნული სემინარების შესახებ ანონსებისათვის ან ეს საიტი - საერთაშორისო სემინარების შესახებ ანონსებისათვის.

კიუსა და დანის ხარისხები

ITAF-ის ხარისხების სისტემა, მე-6 კიუდან მე-8 დანამდე, ემყარება საგამოცდო სისტემას, რომელიც შემუშავებულია როგორც იარაღის, ისე შიშველი ხელის ტექნიკათა საფუძველზე. პროგრამა მზარდია და შედგენილია უფრო მარტივიდან უფრო რთულისაკენ: თითოეულ დონეზე წინა დონის ცოდნა გაღრმავებული უნდა იყოს, ამასთან მოითხოვება ახალი სასწავლო მასალა.

ხარისხები ქვევიდან მე-4 დანის ჩათვლით ექსკლუზიურად ეროვნული წარმომადგენლობების კომპეტენციაში შედის. მე-5 დანიდან კანდიდატები გამოცდებს აბარებენ ექსპერტთა საერთაშორისო კომისიას, რომელთა შორისაც ეროვნული წარმომადგენლობა წამყვან როლს ასრულებს.

არ შეიძლება ITAF-ის ხარისხზე ჩაბარება, თუ მოვარჯიშე ფედერაციის წევრი არ არის მასში შემავალი ორგანიზაციის შუამავლობით. მის წევრობას კი ფედერალური პასპორტი ადასტურებს.

კირიკამის, მოკუროკუსა და მენკიო-კაიდენის სერტიფაკატები

კიუსა და დანის ხარისხების პარალელურად მოვარჯიშეთა წინსვლა ფასდება მათი კლასიფიცირებით სამდონიან სისტემაში, რომლებიც ინდივიდის შეფასების ტრადიციულ სამ ფაზას შეესაბამება (შუ, ჰა, რი). ეს წინსვლა სანქცირებულია სამდონიანი სერტიფიკატით (კირიკამი, მოკუროკუ, მენკიო-კაიდენი).

მოვარჯიშე ვერ მიიღებს ამ სერტიფიკატს, თუ ის ITAF-ის წევრი არ არის.

როგორ ვიპოვოთ დოჯო

ქვეყნების მიხედვით შედგენილი დოჯოთა სია საშუალებას გაძლევთ მყისიერად იპოვოთ ადგილები, სადაც ITAF-ია წარმოდგენილი და სადაც შეიძლება ჩაეწეროთ და ივარჯიშოთ. ეწვიეთ ეროვნულ საიტებს ამ მისამართების მისაღებად.

როგორ ავიღოთ ITAF-ის ლიცენზია და პასპორტი

ლიცენზია-დაზღვევას გასცემენ ეროვნული წარმომადგენლობები თითოეული ქვეყნის რეგლამენტაციათა ფარგლების გათვალისწინებით. ის ფარავს იმ რისკებს, რომელსაც მოვარჯიშე სწევს იმ ფაქტით, რომ ის ვარჯიშობს. ITAF-ის აიკიდოს საერთაშორისო პასპორტი იდენტურია ყველა ქვეყანაში და გააზრებულია ისე, რომ თვალი მივადევნოთ მოვარჯიშეთა გზას, წინსვლას და მათ ჩართულობას აიკიდოს შესწავლის საქმეში. ITAF-ის პასპორტს ეროვნული წარმომადგენლობები გასცემენ.

დამატებითი ცნობები


როგორიც არ უნდა იყოს ჩემი პირადი ისტორია აიკიდოში, ცოდნის ხარისხი, საწყისი ფედერალური კუთვნილება, შემიძლია ვივარჯიშო ITAF-ის ფარგლებში, გავაწევრიანო ჩემი დოჯო ჩემი ქვეყნის ITAF-ის ეროვნულ წარმომადგენლობაში, ან ვიმუშაო ამ ეროვნული წარმომადგენლობის შესაქმნელად, თუკი ის ჯერ კიდევ არ არსებობს ამ ქვეყანაში.


მე აიკიდოს მასწავლებელი ვარ


როგორ ავიღოთ მასწავლებლის ლიცენზია და ITAF-ის პასპორტი

ეროვნული წარმომადგენლობების მიერ გაცემული მასწავლებლის ლიცენზია-დაზღვევა ფარავს რისკებს, რომელსაც სწევს მასწავლებელი იმ ფაქტით, რომ ის ასწავლის.

ITAF-ის აიკიდოს საერთაშორისო პასპორტი იდენტურია ყველა ქვეყნისათვის და საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ მოვარჯიშეთა წინსვლა-განვთარებას და ადასტურებს მასწავლებელთა ჩაბმულობას უწყვეტი ფორმირების საქმეში. ITAF-ის პასპორტს ეროვნული წარმომადგენლობები გასცემენ.

ეწვიეთ თითოეულ ეროვნულ საიტს დამატებითი დეტალების მისაღებად როგორც დაზღვევის შესახებ, ისე ლიცენზიის მისაღებად საჭირო პროცედურის თაობაზე

უწყვეტი ფორმირება

მასწავლებელთა უწყვეტ ფორმირებას ეროვნული მასშტაბით ეროვნული ტექნიკური კომისიები უზრუნველყოფენ, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით - საერთაშორისო ტექნიკური კომისიები.

სემინარის ორგანიზება

თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ITAF-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას აქვს უფლებამოსილება, მოაწყოს სემინარები ITAF-ის ეგიდით. სურვილის შემთხვევაში ამ წარმომადგენლობას შეუძლია მიანიჭოს ეს უფლება რომელიმე დოჯოს ან დოჯოთა ჯგუფს, მაგრამ პოტენციურმა ორგანიზატორებმა აუცილებლად უნდა მოიპოვონ მისი წინასწარი თანხმობა.

დოჯოს გაწევრიანება ITAF-ში

ITAF-ის წევრები ეროვნული ფედერაციები არიან. მაშასადამე, ცალკე მდგომი დოჯო ვერ გახდება საერთაშორისო ITAF-ის წევრი. ის ჯერ უნდა გაწევრიანდეს არსებულ ეროვნულ წარმომადგენლობაში და შემდგომ ამგვარად გახდება ITAF-ის წევრი.

როგორ გავხდეთ ITAF-ის ეროვნული წარმომადგენელი

რადგანაც ITAF-ის წევრები დოჯოთა ფედერაციები არიან, ერთი დოჯო ვერ მოუყრის თავს აუცილებელ პირობებს საიმისოდ, რომ ეროვნულ წარმომადგენლად იქცეს. ქვეყანაში, სადაც ITAF-ის წარმომადგენლობა არ არსებობს, ცალკეული დოჯო უნდა გაერთიანდეს სხვა ტაკემუსუ დოჯოებთან, რათა მათმა კავშირმა იურიდიული პირის ფორმა შეიძინოს, რომელიც შემდგომ შეძლებს ITAF-ის ეროვნულ წარმომადგენლობად იქცეს.

დამატებითი ცნობები