მე აიკიდოს მასწავლებელი ვარ
როგორიც არ უნდა იყოს ჩემი პირადი ისტორია აიკიდოში, ჩემი ცოდნის ხარისხი, ჩემი ფედერალური წარმოშობა, შემიძლია ვივარჯიშო ITAF-ის ფარგლებში, გავაწევრიოანო ჩემი დოჯო ჩემივე ქვეყნის ITAF-ის ეროვნულ წარმომადგენლობაში, ან ვიმუშაო ამ ეროვნული წარმომადგენლობის შესაქმნელად, თუ ის ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს.

ITAF-ის სემინარებში მონაწილეობა
ITAF-ის სემინარები მხოლოდ ფედერაციის მონაწილეთათვის არ არის. ისინი ღიაა ყველასთვის, ვინც აიკიდოში რეგულარულად ვარჯიშობს და ვისაც ამ მანიფესტაციებზე შემოთავაზებული სწავლება აინტერესებს.
დაათვალიერეთ თითოეული ქვეყნის საიტი ეროვნული სემინარების ანონსთა გასაცნობად, ან იხილეთ ეს საიტი საერთაშორისო სემინარების ანონსებისათვის.
როგორ მივიღოთ მასწავლებლის ლიცენზია და ITAF-ის პასპორტი
ეროვნულ წარმომადგენლობათა მიერ გაცემული მასწავლებლის ლიცენზია-დაზღვევა ყველა იმ რისკს ფარავს, რომელსაც მასწავლებელი აწყდება სწავლებისას.
ITAF-ის აიკიდოს საერთაშორისო პასპორტი იდენტურია ყველა ქვეყნისთვის და გამიზნულია იმისათვის, რომ თვალი მივადევნოთ მოვარჯიშეთა მიერ განვლილ გზასა და წინსვლას და ასევე მასწავლებლის ჩაბმულობას უწყვეტი ფორმირების საქმეში. ITAF-ის პასპორტებს გასცემს ეროვნული წარმოადგენლობები.
ეწვიეთ თითოეულ ეროვნულ საიტს რათა მეტი ცნობა მიიღოთ დაზღვევისა და ამ ლიცენზიის მინიჭების პროცედურის თაობაზე.

კიუებისა და დანების ხარისხები
ITAF-ის ხარისხების სისტემა, მე-6 კიუდან მე-8 დანამდე როგორც იარაღის, ისე შიშველი ხელის ტექნიკისათვის შემუშავებულ საგამოცდო პროგრამას ეფუძნება. ეს პროგრამა თანამიმდევრულია და იოლიდან რთულისკენ მიდის: ყოველ დონეზე წინა დონის ცოდნა გაღრმავებული უნდა იყოს და, ამავდროულად, ახალი ცოდნაც მოითხოვება.
ხარისხების მინიჭება მე-4 დანის ჩათვლით ექსკლუზიურად ეროვნული წარმომადგენლობების კომპეტენციაშია. მე-5 დანიდან კანდიდატები გამოცდებს აბარებენ ექსპერტთა საერთაშორისო კომისიას, რომლის შემადგენლობაში ეროვნული წარმომადგენლობა წამყვან როლს ასრულებს.
ჩამოტვირთეთ ტექნიკური პროგრამები.
სერტიფიკატები კირიკამი, მოკუროკუ და მენკიუ-კაიდენი
მოვარჯიშეთა წინსვლა ფასდება სამდონიან სისტემაში ინდივიდის ადგილმდებარეობის მიხედვით. ეს სამი დონე კი სამ ტრადიციულ ფაზას (შუ, ჰა, რი) შეესაბამება. ამ წინსვლას ადასტურებს სამდონიანი სერტიფიკატი (კირიკამი, მოკუროკუ და მენკიუ-კაიდენი).

უწყვეტი ფორმირება
მასწავლებელთა უწყვეტი ფორმირება ეროვნულ დონეზე ხორციელდება და ამას თვალს ადევნებს ეროვნული ტექნიკური კომისიები, ხოლო საერთაშორისო დონეზე - საერთაშორისო ტექნიკური კომისია.
სემინარის მოწყობა
თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ITAF-ის ოფიციალურ წარმომადგენელს აქვს უფლებამოსილება მანიფესტაციათა მოწყობისა ITAF-ის ეგიდით. სურვილის შემთხვევაში ამ წარმომადგენელს შეუძლია ამ უფლებამოსილების დელეგირება გაუკეთოს რომელიმე დოჯოს ან დოჯოთა ჯგუფს, მაგრამ პოტენციურმა ორგანიზატორებმა ამისთვის მისი წინასწარი თანხმობა უნდა მოიპოვონ.
დაუკავშირდით ეროვნულ წარმომადგენელს.

რომელიმე დოჯოს გაერთიანება ITAF-ში
ITAF-ის წევრები ეროვნული ფედერაციებია. მაშასადამე ცალკე რომელიმე დოჯო ვერ გახდება საერთაშორისო ITAF-ის წევრი. ის უნდა გაწევრიანდეს არსებულ ეროვნულ წარმომადგენლობაში და ამგვარად, მისი საშუალებით გახდება ITAF-ის წევრიც.
დაუკავშირდით ეროვნულ წარმომადგენელს.
როგორ გავხდეთ ITAF-ის ეროვნული წარმომადგენელი
ITAF-ის წევრები დოჯოთა გაერთიანებები ხდებიან, რადგან ცალკე რომელიმე დოჯო ვერ უყრის თავს ყველა იმ აუცილებელ პირობას, რომელიც ეროვნული წარმომადგენლობისთვისაა საჭირო. ისეთ ქვეყანაში, სადაც ITAF-ის წარმომადგენელი არ არის, დოჯო უნდა გაერთიანდეს სხვა ტაკემუსუ დოჯოებთან იურიდიული პირის სახით, რომელსაც მერე უკვე შეეძლება გამოთქვას სურვილი ITAF-ის ეროვნულ წარმომადგენლობის თაობაზე.
