ITAF-ის წარდგინება
ITAF საერთაშორისო ფედრაციაა, რომელიც მიზნად ტაკემუსუ აიკიდოს განვითარების საერთაშორისო პოლიტიკის კოორდინიციასა და მართვას ისახავს.
პირდაპირ ან თავისი ეროვნული წარმომადგენლების საშუალებით ITAF უქმნის როგორც აიკიდოს მასწავლებელს, ისე მოწაფეს, ყველა აუცილებელ ინფრასტრუქტურას როგორც ადმინისტრაციულ ჭრილში, ისე ცოდნის უწყვეტი გაუმჯობესების საქმეში.

მთავარი წარმომადგენლობა
მთავარი წარმომადგენლობა შეიძლება განთავსდეს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.
ITAF
ბუვარის ჩიხი, 3
06160 ჟუან ლე პენი, საფრანგეთი
ბიურო
პრეზიდენტი: ბ-ნი ფრანსუა შიდიაკი (ლიბანი)
ვიცე-პრეზიდენტი: ბ-ნი მარკ ვანბეგინი (ბელგია)
მდივანი: ბ-ნი ალექსანდრუ დობრილა (საფრანგეთი)
ხაზინადარი: ბ-ნი ფილიპ ვოარინო (საფრანგეთი)

ITAF-ის წევრები
ITAF-ის წევრები არიან ეროვნული ფედერაციები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ტაკემუსუ აიკიდოს განვითარებისთვის იღვწიან. თითოეულ ქვეყანაში ITAF ანიჭებს უფლებამოსილებას ერთ რომელიმე ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ამგვარად მისი ოფიციალური წარმომადგენელი ხდება ამ ქვეყანაში.
ეს ეროვნული ფედერაცია სრულიად დამოუკიდებელი რჩება და ITAF-თან მიმართებაში მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ჩარჩოებში მოქმედებს.
ეროვნული წარმომადგენლობებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება
უფლებამოსილებათა ეს დელეგირება ეროვნულ წარმომადგენლობას ნებას რთავს:
- გასცეს ITAF-ის პასპორტი,
- ჩაატაროს გამოცდები ITAF-ის ხარისხებზე,
- გასცეს ხარისხები ITAF-ის სახელით,
- მოაწყოს აიკიდოს ეროვნული მანიფესტაციები ITAF-ის ეგიდით, როგორებიცაა მასწავლებელთა უწყვეტი ფორმირება ან საჯარო სემინარები.

ეროვნული წარმომადგენლობების სია
გერმანია : www.germany.itaf.org
ინგლისი : www.united-kingdom.itaf.org
ბელგია : www.itaf-belgium.org
საფრანგეთი : www.itaf-france.org
საქართველო : www.itaf-georgian.org
იტალია : www.italia.itaf.org
ლიბანი : www.lebanon.itaf.org
სინგაპური : www.itaf-singapore.com
